ზოგადად აბასთუმანი სამთო-ბალნეოლოგიური კურორტი გახლავთ. იგი აჭარა-იმერეთის უღელტეხილის ერთ-ერთ მარადმწვანე ხეობაში მდებარეობს. აბასთუმანი ზომიერად მშრალი კურორტების რიცხვს მიეკუთვნება. ხეობა მთლიანად დაფარულია წიწვოვანი ტყით. გაზაფხულზე ფიჭვი გამოყოფს ეგრედ წოდებულ მტვერს, რომელიც საუკეთესო სამკურნალო და გამწმენდ საშუალებად ითვლება ფილტვებისათვის. (ტურისტული სეზონი დაიწყო დღეს, 1 მაისს.)