სიღნაღში, რომელსაც სიყვარულის ქალაქად მოიხსენიებენ, ექსტრემალური ატრაქციონი, Zip Line, გაიხსნება. იგი განთავსებული იქნება ბარათაშვილის ქუჩის მიმდებარე ბაღში. სიღნაღის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების განცხადებით, სამუშაო პროცესი ივნისის ბოლოს დასრულდება.