ბრიტანულმა გაზეთმა The Guardian სვანეთი ალპების ალტერნატივად დაასახელა. ავტორმა აღნიშნა სვანეთის მთები, რომლებიც ზღვის დონიდან 5000 მეტრზე მდებარეობს. ასევე, მცხოვრებთა სტუმართმოყვარეობასა და მისდამი თბილ დამოკიდებულებას გაუსვა ხაზი. სტატიაში შეეხო ქართულ სამზარეულოსაც, რომელსაც საოცრად მადისაღმძვრელად მიიჩნევს. ავტორი ყველას ურჩევს, რომ მოინახულონ საქართველოს ერთ-ერთი უმშვენიერესი მხარე, სვანეთი.