საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სტატისტიკის მიხედვით, ტურისტები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას სტუმრობენ, 31-დან 50 წლამდე არიან. მათი უმრავლესობა რუსეთიდანაა - 19%, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი და მესამეზე - თურქეთი. საერთოდ, საქართველოში ჩამოსული ტურისტები ყველაზე მეტ ფულს საკვებსა და სასმელზე ხარჯავენ.