როგორც უკვე მოგეხსენებათ, მაღალმთიან აჭარაში, კერძოდ ქედაში, მდებარეობს გოდერძის ჩანჩქერი. სოფელ აგოთას მცხოვრებლებსა და ასევე ვიზიტორებს იქ მისვლა სამომავლოდ შეეძლებათ ახალი გზის დახმარებით. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს სურთ, რომ გოდერძის ჩანჩქერი მაღალმთიანი აჭარის ღირსშესანიშნაობათა სიაში შევიდეს.