კურორტი გოდერძი თანდათანობით ემზადება ზამთრის სეზონისათვის. კურორტის დირექტორის, მალხაზ მახარაძის, განცხადებით, ამჟამად შენდება 7-8 ახალი სასტუმრო, ასევე გაფართოვდება სათხილამურო გზაც. სასტუმროთა დასახელებები შემდეგნაირად ჟღერს: "ნიუ თაიმი", "მეტრო გოდერძი", "ირე პალასი", "მაუნთინ სქაი", "ალიანსი", "ელ ტური" და კიდევ ერთი აიგება უკრაინელი ინვესტორის მიერ.