ბათუმში ნაპირდაცვით სამუშაოებზე და სანაპირო ზონის აღდგენაზე 55 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროექტი ხორციელდება აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. პროექტი მოიცავს 12 საფეხმავლო ხიდის მოწყობას, სანაპირო ზოლის აღდგენას, ბულვარის რეაბილიტაციას და სხვ.